ფეხბურთი

9:42 | 19.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "აუცილებლად გავაგრძელებთ შრომას და ვარჯიშს რათა უფრო მაღალ მწვერვალებს მივაღწიოთ"

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა. სოფიაში ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით — 2:1 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს.

ზურიკო დავითაშვილი - "მეც და ყველა ფეხბურთელი ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას, ახლა ყველა ჩვენგანმა შრომა და ვარჯიში უნდა გავაგრძელოთ, რათა უკეთესები დავბრუნდეთ, რათა ჩვენს ნაკრებს მინიმუმ ის წარმატება დავუბრუნოთ რაც მოვუტანეთ და იმედი მაქვს ამის შემდეგ უფრო მაღალ მწვერვალებს მივაღწევთ",

ოთარ კიტეიშვილი - "მინდა პირველ რიგში გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადოთ, დღეს ვნახეთ, რომ ბულგარეთის ნაკრებმა ფაქტიურად ცარიელი სტადიონზე ითამაშა და მოედანზე ქართველი გულშემატკივრები უფრო ბევრნი იყვნენ. ძალიან დიდი მადლობა მათ, რომ ყველა რთულ პერიოდში ჩვენს გვერდით არიან და ითვალისწინებენ ყველაფერს, განსაკუთრებით ახლა. შეიძლება ამ ყველაფერს არც ვიმსახურებთ, მაგრამ როგორც გასვლით ისე საშინაო მატჩებში ისინი სულ ჩვენთან ერთად არიან",

გიორგი გულიაშვილი - "გულშემატკივარს და მათ შორის ყველა ჩვენთაგანს სულ სხვანაირი მოლოდინები გვქონდა, გვინდოდა შესარჩევი მოგებით დაგვესრულებინა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ეს არ გამოვიდა. გუნდს ჩავარდნა გვქონდა და სწორედ ახლა გვჭირდება გულშემატკივრის გვერდში დგომა, რათა ეს ყველაფერი მალე გადავლახოთ. მჯერა ამ გუნდის, ყველა ფეხბურთელის და ზოგადად სრულიად სტაფის, რომ შეგვიძლია ისევ იმ დონეზე დავბრუნდეთ სადაც ვიყავით და კიდევ უკეთესები გავხდეთ",

გიორგი აბუაშვილი - "სამწუხაროდ ეს შესარჩევი ისე არ დასრულდა, როგორც ჩვენ გვსურდა, თუმცა უნდა ვიშრომოთ და უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ. მარტიდან აუცილებლად დავიწყებთ რაღაც ახლის შენებას",

ცნობისთვის, შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა 3 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა (1 მოგება, 5 წაგება). ბულგარეთს, რომელსაც ასევე 3 ქულა აქვს, მხოლოდ ბურთების ბალანსით აჯობა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ ჯგუფიდან როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც პირველი ადგილი მშვიდად დაიკავა, ხოლო თურქეთს მეორე ადგილი ერგო და გამოსვლას პლეი-ოფში გააგრძელებს, სადაც ვინჩენცო მონტელას გუნდი ერთ-ერთი ფავორიტი იქნება.

0.088383