კალათბურთი

10:16 | 19.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდოს" გამარჯვება "გოლდენ სტეიტთან" და ბითაძის 6 ქულა

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები გაიმართა, სადაც გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ მოედანზე "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა და მეტოქე 121:113 დაამარცხა

"ორლანდომ" შეხვედრა კარგად დაიწყო და მეტოქეს ყველა პერიოდში აჯობა, გარდა ბოლო მეოთხედისა, რომელიც ფრედ 28:28 დასრულდა. მასპინძელთა მხარეს ყველაზე შედეგიანი დესმონდ ბანე იყო, რომელმაც 23 ქულა დააგროვა, ხოლო ფრანც ვაგნერმა საკუთარ გუნდს 18 ქულა შემატა.

გოგა ბითაძე მატჩში სატადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 14 წუთი გაატარა. აღნიშნულ დროში ქართველმა ცენტრმა 6 ქულას, 2 მოხსნას, 3 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა თავი.

შეგახსენებთ, რომ "ორლანდო" 8 მოგებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი21 ნოემბერს გამართავს და "ლოს ანჯელეს კლიპერსს" უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090768