დიდხნიანი პაუზის შემდეგ არმან ცარუკიანი ოქტაგონში ბრუნდება, სომეხი მებრძოლი 22 ნოემბერს დენ ჰუკერს დაუპირისპირდება. ბრძოლამდე ცარუკიანმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც კომენტარი ილია თოფურიას შესახებაც გააკეთა.
"ჰუკერი არასდროს შემხებია პირადულზე და თუ ეს მოხდება მას პირდაპირ სასტუმროს ნომერში დავადგები. იგივე ეხება ილია თოფურიას. მესმის, რომ ჩხუბის ბიზნესში ვართ, მაგრამ არსებობს საზღვრები, რომლებიც არ უნდა გადაკვეთო. თუ ის ჩემზე ან ჩემს ოჯახზე ზედმეტს იტყვის, პრობლემები შეექმნება.
დარწმუნებული ვარ, რომ ილია თოფურია პედი პიმბლეტს მარტივად დაამარცხებს და შემდეგ ჩემთან ბრძოლა გარდაუვალი იქნება. ის არის მებრძოლი, რომელიც ძალიან ბევრს ლაპარაკობს. როგორ ვაპირებ მის დამარცხებას? მას ძალიან მარტივად მახრჩობელა ილეთით გავგუდავ. მას ჩემი ეშინია, რადგან იცის, რომ მრავალმხრივი მებრძოლი ვარ", - განაცხადა ცარუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანისა და დენ ჰუკერის ბრძოლა კატარში 22 ნოემბერს გაიმართება, აღსანიშნავია, რომ ამავე ქარდზე ალექსანდრე თოფურია იბრძოლებს, რომლის მოწინააღმდეგეც ყაზახი მებრძოლი ბეკზატ ალმახანი იქნება.









