ჩვენი რუბრიკის ჭეშმარიტი მოყვარულები კითხულობენ, სად არის პარაგვაელი ლამაზმანი ლარისა რიკელმე, რომელიც კარგა ხანია არ გამოჩენილაო. შეიძლება ჩვენ მართლაც უსამართლოდ მივიყურისძირეთ სენიორიტა ლარისა, მაგრამ სამხრეთ ამერიკაში მისი სახელი კვლავ გრგვინავს და აზანზარებს ყველაფერ იმას, რაც ასაზანზარებელია.
სულ ცოტა ხნის წინ, 17 ოქტომბერს ლარისამ კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში გამართულ ფეშენ-ვიკში მიიღო მონაწილეობა და მკერდ-ბარძაყი ისე დიდებულად აელვარა ფოტოკამერების წინ, მასზე ბევრად ახალგაზრდა და კისკისა ასულებს დააჭყეტინა შურით თვალები - ეს ქალი რით ვერ მოდრკა და დაოკდაო.
ზაფხულში ლარისა რამდენიმე მისებრ მწყაზარ მეგობართან ერთად სოლომონის კუნძულებზე იმყოფებოდა და არც იქ დაუკლია ფეხების პლაკვა და თახთახი. ერთი ისაა, რომ ამ ბოლო დროს პარაგვაის ნაკრების თამაშებზე საერთოდ აღარ დადის, რაც ბუნებრივია თუ პარაგვაის მთავარი გუნდის სიბეჩავესა და სივაგლახეს გავითვალისწინებთ,









