სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:10 | 19.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ნომინანტებში

Globe Soccer Awards-ის 2025 წლის ნომინანტები ცნობილია, რომელთა შორის საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაცაა.

ქართველი შემტევი ორ ნომინაციაში დაასახელეს - წლის საუკეთესო ფეხბურთელის და საუკეთესო თავდამსხმელის. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ გამარჯვების შანსი მიზერულია, მაგრამ ნომინანტებში ხილვა მაინც აღსანიშნავია, თანაც, ხვიჩა Globe Soccer Awards-ის ნომინაციებში პირველად მოხვდა.

უსმან დემბელე (პსჟ), ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი), დეზირე დუე (პსჟ), ვიქტორ იოკერეში (არსენალი), ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ალექსანდერ ისაკი (ლივერპული), ვინისიუსი (რეალი), ჰარი კეინი (ბაიერნი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), კილიან მბაპე (რეალი), სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი), ნუნუ მენდეში (პსჟ), მაიკლ ოლისე (ბაიერნი), კოულ პალმერი (ჩელსი), პედრი (ბარსელონა), რაფინია (ბარსელონა), დეკლან რაისი (არსენალი), ფაბიან რუისი (პსჟ), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ვიტინია (პსჟ), ფლორიან ვირტცი (ლივერპული), ლამინ იამალი (ბარსელონა)

Globe Soccer Awards-ი წლის საუკეთესო ფეხბურთელს და სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულებს 28 დეკემბერს დაასახელებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092297