სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:47 | 19.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლამინ იამალი: "22 ნოემბერს მოუთმენლად ველი, "კამპ ნოუ" იქნება ადგილი, სადაც ისტორია დაიწერება"

კატალონიის "ბარსელონა" 2023 წლის შემდეგ პირველად "კამპ ნოუზე" ბრუნდება და 22 ნოემბერს საკუთარ მოედანზე "ატლეტიკ ბილბაოს" უმასპინძლებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ბლაუგრანას" ახალგაზრდა ლიდერმა ლამინ იამალმა, მისი თქმით "კამპ ნოუ" იქნება ადგილი, სადაც ისტორია დაიწერება.

"22 ნოემბერს მოუთმენლად ველი, "კამპ ნოუზე" მხოლოდ ერთი თამაში მაქვს ნათამაშები და სტადიონის სიდიადე ბოლომდე არ შემიგრძნია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის ადგილი იქნება, სადაც ისტორია დაიწერება. ვფიქრობ, რომ "კამპ ნოუზე" დაბრუნება გუნდ უფრო გააძლიერებს", - განაცხადა იამალმა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მაისის შემდეგ „კამპ ნოუზე“ რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა და რამდენიმე დღის წინ იქ „ბარსამ“ ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც 23 ათასამდე გულშემატკივარიც დაესწრო. ასე რომ, „ბარსელონა“ ისევ საკუთარ სახლში ითამაშებს, ორ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში კი, მეტოქეებს „მონტჟუიკის“ სტადიონზე მასპინძლობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090776