სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

18:25 | 19.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარაცხელია, ოსიმენი, სობოსლაი და სხვები: მუნდიალის გარეშე დარჩენილი ვარსკვლავები

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საგზური 42-მა ნაკრებმა უკვე მოიპოვა, ხოლო მარტში კიდევ 6 მოიპოვებს, პლეი-ოფების შედეგად.

თუმცა, ბევრია ისეთი ნაკრები, რომლებმაც უკვე დაკარგეს ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი, პლეი-ოფშიც არ იქნებიან. Goal Italia-მ სწორედ ასეთი ქვეყნებიდან გამოარჩია ვარსკვლავები, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ.

მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია, რადგან საქართველოს ნაკრებს შანსი დაკარგული აქვს:

„საქართველო ევრო 2024-ის ერთ-ერთი სიურპრიზი გახლდათ და ხვიჩა კვარაცხელია იყო გუნდის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც თავისი განსაცვიფრებელი მოძრაობებითა და დაუღალავი სისწრაფით მიაღწია მერვედფინალს. თუმცა, „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი მომავალ ზაფხულს ვერ შეძლებს ყველაზე დიდ სცენაზე გაბრწყინებას. კვარაცხელიამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი გოლი გაიტანა, მათ შორის ბულგარეთთან 3:0 მოგებულ მატჩში, მაგრამ საქართველომ დარჩენილი ხუთივე მატჩი წააგო და E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, ესპანეთისა და თურქეთის შემდეგ. თურქეთთან გასვლაზე 1:4 მძიმე მარცხი წერტილი იყო და მწვრთნელ ვილი სანიოლს მოუწევს დიდი შრომა, რათა აამაღლოს თავისი გუნდის მორალი, რომელსაც უბრალოდ არ ჰყავს სხვა მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ კვარაცხელიას დონესთან გაჯიბრება“, - წერს Goal Italia.

კვარაცხელიას გარდა, სხვა ფეხბურთელები, რომლებიც Goal Italia-მ გამოარჩია, არიან: ბენჟამინ შეშკო (სლოვენია), კეილორ ნავასი (კოსტა რიკა), ალექსის სანჩესი (ჩილე), ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია), დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი), დუშან ვლაჰოვიჩი (სერბეთი), ბრაიან მბეუმო (კამერუნი) და პიერ-ემერიკ ობამეიანგი (გაბონი).

რა თქმა უნდა, სიაში არ შედიან იმ ქვეყნის ფეხბურთელები, რომლებიც მარტში პლეი-ოფში ითამაშებენ, შესაბამისად, მუნდიალზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვთ.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, ალჟირი, კაბო ვერდე, ეგვიპტე, განა, კოტ დივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, კანადა, მექსიკა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი, ახალი ზელანდია, ინგლისი, საფრანგეთი, ხორვატია, პორტუგალია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია, ესპანეთი, შოტლანდია, ავსტრია, ბელგია, ჰაიტი, კურასაო და პანამა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096818