სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:10 | 19.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის სუპერთასის მატჩი ქუვეითში გაიმართება

საფრანგეთის სუპერთასის მატჩის მასპინძელი ადგილი გამოცხადდა: „პარი სენ-ჟერმენი“ და მარსელის „ოლიმპიკი“ ტიტულისთვის ქუვეითში დაუპირისპირდებიან.

ეს შეხვედრა 2026 წლის დასაწყისში, 8 იანვარს გაიმართება და გამარჯვებული გუნდი საფრანგეთის სუპერთასს მოიგებს. ასე რომ, კვარაცხელიას, პსჟ-ში კიდევ ერთი ტიტულის შანსი ექნება.

კვარაცხელიას პსჟ-ში საფრანგეთის ჩემპიონატი და თასი მოგებული აქვს (როგორც ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი), მაგრამ საფრანგეთის სუპერთასი არ მოუგია, რადგან, შარშან, როცა პსჟ-მ ეს ჯილდო მოიპოვა, კვარა ჯერ კიდევ „ნაპოლიში“ თამაშობდა.

აქვე გეტყვით, რომ პსჟ-მ გასულ სეზონში ჩემპიონატიც მოიგო და თასიც, „მარსელს“ კი, სუპერთასისთვის თამაშის უფლება, როგორც ვიცე-ჩემპიონს აქვს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092801