ლეგენდარულმა პაოლო მალდინიმ გამორიცხა „მილანის“ გარდა სხვა კლუბში მუშაობა. როგორც მან თქვა, მისთვის მხოლოდ ერთი გუნდი არსებობს და არ აპირებს ფეხბურთში დაბრუნებას.
მან ასევე ისაუბრა იტალიის ნაკრებზე და იმედი აქვს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას შეძლებენ:
„ფიორენტინაში“ მუშაობის ვარიანტი? არაფერი ვიცი ამის შესახებ. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემთვის იტალიაში მხოლოდ ერთი გუნდია და ასე იქნება ყოველთვის - „მილანი“. უცხოეთშიც? კი, იტალიაშიც და უცხოეთშიც.
იმედია, იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე გავა იმ თაობისთვის, იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც არასდროს უნახავთ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე. რინოსთვის, ყველა ჩვენგანისთვის, ვინც „აძურის“ გულშემატკივარია. გატუზო შესანიშნავი არჩევანი მგონია, ის ეროვნული ნაკრების სულისკვეთებას განასახიერებს. დრო შეიცვალა, ბევრი გუნდი გაუმჯობესდა, ყველა ეროვნული ნაკრები ვითარდება და ტემპს ჩვენც უნდა ავყვეთ“, - თქვა მალდინიმ.









