მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა ფრანკო მასტანტუონომ „ბარსელონას“ ნახევარმცველზე, ლამინ იამალზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ამჟამად იამალი ბევრად ძლიერი ფეხბურთელია, თვითონ კი, ევროპულ ფეხბურთთან ჯერ მხოლოდ ადაპტაციის პროცესშია:
„სიმართლე ისაა, რომ ის წარმოუდგენელ ხარისხს ავლენს, მან ეს უკვე აჩვენა და წარმოუდგენელ ფორმაშია. მადრიდში ახლახან ჩამოვედი და ადაპტაციის პროცესში ვარ, იმედი მაქვს, სწრაფად გავივლი. იამალის მსგავსი მეტოქეები ყოველთვის გაუმჯობესების საშუალებას გაძლევენ, ამჟამად ის ჩემზე უკეთესია“, - თქვა მასტანტუონომ.









