„პარი სენ-ჟერმენისა“ და მაროკოს ნაკრების მცველი აშრაფ ჰაკიმი აფრიკის 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ჰაკიმიმ მოჰამედ სალაჰსა და ვიქტორ ოსიმენს აჯობა - ეგვიპტელი მეორეა, ნიგერიელი კი მესამე. სწორედ ისინი იყვნენ სამი ფინალისტი. ჰაკიმიმ 2023 და 2024 წლებში მეორე ადგილი დაიკავა, ამჯერად კი საუკეთესოდ აღიარეს. ჰაკიმი 1998 წლის შემდეგ პირველი მაროკოელია, ვინც ეს ჯილდო მოიგო (მაშინ მუსტაფა ჰაჯიმ).
შეგახსენებთ, რომ აშრაფ ჰაკიმიმ 2025 წელს პსჟ-ში ყველა ტიტული მოიგო, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაც, რაშიც დიდი წვლილი შეიტანა.









