საქართველოს ნაკრებს ფიფას რეიტინგში, რომელიც ნოემბრის ფანჯრის დასრულების შემდეგ განახლდა, ისევ რეგრესი აქვს.
ესპანეთსა და ბულგარეთთან წაგებების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სამი საფეხურით განიცადა უკუსვლა და თუ 70-ე ადგილზე იყო, ახლა 73-ე პოზიციაზეა 1347.88 ქულით. ვილი სანიოლის გუნდმა ამ ორი მატჩით რეიტინგში 18.04 ქულა დაკარგა.
...70 იამაიკა - 1362.46 ქულა
71. ბოსნია-ჰერცეგოვინა - 1362.37
72. განა - 1351.09
73. საქართველო - 1347.88
74. ისლანდია - 1344.72
75. ფინეთი - 1341.81
76. ბოლივია - 1329.56
რაც შეეხება მოწინავე ათეულს: ბრაზილიამ ორი საფეხურთი განიცადა წინსვლა, ნიდერლანდებისა და პორტუგალიის ნაკრებები მოიტოვა უკან, ხოლო იტალია 2020 წლის შემდეგ პირველად ათეულში აღარაა და მე-12 ადგილამდე დაეშვა (-3 პოზიცია). ათეულს დაუბრუნდა სამაგიეროდ, ხორვატიის ნაკრები.
განახლებულ რეიტინგში მალტა დაწინაურდა ყველაზე მეტად (+5), სალვადორმა ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა (-6 პოზიცია), ირლანდიამ 34.86 ქულა დაიმატა, დანიას 24.27 დააკლდა, რაც ასევე ყველაზე დიდი მაჩვენებლებია ბოლო რეიტინგის მიხედვით.
1. ესპანეთი - 1877.18 ქულა
2. არგენტინა - 1873.33
3. საფრანგეთი - 1870
4. ინგლისი - 1834.12
5. ბრაზილია - 1760.46
6. პორტუგალია - 1760.38
7. ნიდერლანდები - 1756.27
8. ბელგია - 1730.71
9. გერმანია - 1724.15
10. ხორვატია - 1716.88









