საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისმა“ ფიბა ევროპის თასზე გამოსვლა დაასრულა.
კოტე ტუღუშის გუნდი მეექვსე ტურში სტუმრად „ბილბაოსთან“ უშანსოდ, 63 ქულის სხვაობით, 117:54 დამარცხდა.
რა თქმა უნდა, ესპანურმა კლუბმა ოთხივე პერიოდში აჯობა მეტოქეს, განსაკუთრებით, მეორეში, რომელშიც „ქუთაისმა“ მხოლოდ 3 ქულა ჩააგდო და კონკრეტული 10-წუთეული 3:41 დათმო...
„ქუთაისის“ რიგებში 14 ქულით დეტრეკ ბროუნინგი გამოირჩა, ხოლო მარკუს გილსონმა 13 ქულა დააგროვა.
„ქუთაისმა“ ფიბა ევროპის თასზე გამოსვლა 1 მოგებით და 5 წაგებით დაასრულა და E ჯგუფში ბოლო, მეოთხე ადგილი დაიკავა.
„ბილბაო“ – „ქუთაისი“ 117:54 (25:17, 41:3, 25:18, 26:16)









