„ტორინოს“ მცველს, საბა საზონოვს გასულ ზაფხულს ესპანურ „ხეტაფეში“ ტრანსფერი ბოლო წუთს ჩაეშალა, მაგრამ იანვარში მადრიდულ გუნდს შეიძლება მაინც შეუერთდეს.
როგორც AS-ი იტყობინება, ქართველი მცველის დამატება „ხეტაფეს“ ისევ სურს და მზადაა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მის გადაბირებაზე იმუშაოს:
„ცნობილი სახელების გარდა, არსებობს ერთი შეთანხმება, რომელიც, როგორც ჩანს, წინასწარ არის გადაწყვეტილი. სპორტულ მენეჯმენტს დაცვასთან დაკავშირებით ანგარიშები აქვს გასასწორებელი და ერთი სახელი წითლადაა შემოხაზული: საბა საზონოვი.
ქართველი ცენტრალური მცველის ისტორია მოჩვენებითი ტრანსფერის ამბავს ჰგავს. გასულ ზაფხულს, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, საზონოვი „ხეტაფემ“ პრაქტიკულად გააფორმა. შეთანხმება დასრულებული იყო, თუმცა ტრანსფერის პროცესში ბიუროკრატიული შეცდომის გამო გარიგება ბოლო წუთს შეჩერდა, რის გამოც ხოსე ბორდალასი გაძლიერების გარეშე დარჩა.
საზონოვთან დაკავშირებით იტალიაში არსებულმა სიტუაციამ გაამართლა ისინი, ვინც მის ტრანსფერს ითხოვდა: მას ამ სეზონში ტურინული კლუბის შემადგენლობაში ერთი წუთიც არ უთამაშია. ეს უმოქმედობა, წინა ინტერესთან და „ხეტაფეს“ დაცვის გაძლიერების აუცილებლობასთან ერთად, იანვარში მის ტრანსფერს საკმაოდ სავარაუდო ვარიანტად აქცევს“, - წერს Marca.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვი „ტორინოს“ გეგმებში არ შედის და კლუბმა სერია A-ს განაცხადშიც კი არ შეიყვანა, რის გამოც საბა უთამაშებელია და ვერც საქართველოს ნაკრებში ხვდება. ამდენად, მისთვის ახალი კლუბის მოძებნა აუცილებელია, რომ ნაკრებსაც დაეხმაროს, რაც ვილი სანიოლის გუნდს დაცვაში არსებული პრობლემებიდან ძალიან სჭირდება.









