მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ თავის ყოფილ თანაგუნდელს, პსჟ-ს მცველ აშრაფ ჰაკიმის, 2025 წლის აფრიკის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოგება მიულოცა.
„მიყვარხარ, ძმაო. აფრიკის მეფეო, ყოჩაღ, დამსახურებული ჯილდოა“, - დაწერა მბაპემ სოციალურ ქსელში.
ჰაკიმი აფრიკის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ჯილდოზე ასევე იყვნენ ნომინირებულნი „ლივერპულის“ თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი და „გალათასარაის“ ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენი.
2024/25 წლების სეზონში მცველმა პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოიგო. მან გუნდის შემადგენლობაში ყველა შეჯიბრში 55 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.









