ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ იტალიის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავა. იტალიელები ბოლო საკვალიფიკაციო მატჩში ნორვეგიასთან დამარცხდნენ (1:4), რის გამოც ტურნირზე მოსახვედრად პლეი-ოფში თამაში მოუწევთ.
„წარმოდგენაც არ შემიძლია, რა მოხდება, თუ იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავა, მაგრამ უნდა გამოვფხიზლდეთ! ჩვენ არ შეგვიძლია ისე ვითამაშოთ, როგორც ნორვეგიის წინააღმდეგ მეორე ტაიმში ვითამაშეთ. და ვინ იტყვის, რომ მარტში, როდესაც გადამწყვეტი მატჩები გაიმართება, რამე შეიცვლება? ამჟამად, ამ სიტუაციიდან მხოლოდ ერთი გამოსავალი ვიცი: შრომა. მაგრამ გატუზოს გუნდთან მუშაობა არ შეუძლია, რადგან ფეხბურთელები თავიანთ კლუბებს უბრუნდებიან და ყველაფერი უფრო რთულდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ვნერვიულობ. ვნახე ინდივიდუალური და გუნდური შეცდომები, რომლებიც გარკვეულ დონეზე უბრალოდ მიუღებელია.“ ახსნას გუნდის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ვეძებ, შესაძლოა მეორე ტაიმში. გუნდმა თვითდაჯერება დაკარგა და გამარჯვების ეშინოდა, არ ვიცი...
ფაქტი ფაქტად რჩება: ოთხივე გოლი, რომელიც გავუშვით, იყო შეცდომების შედეგი, რომელიც სერია A-ს მოთამაშეებმა არ უნდა დაუშვან: ვიღაცამ ზურგი აქცია მეტოქეს, ვიღაცამ ჰოლანდი დაუცველად დატოვა, როდესაც მან ჩვენი საჯარიმო მოედნის ცენტრში დაარტყა, ვიღაცამ ცუდი პასი შეასრულა... არა, ასე შორს ნამდვილად ვერ წავალთ“, - ციტირებს საკის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.





