„ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ მადლიერების წერილი გაუგზავნა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრ სახლში მიღებისთვის.
ღონისძიება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის, მოჰამედ ბინ სალმანის, აშშ-ში ვიზიტის საპატივცემულოდ გამართულ ვახშამზე გაიმართა.
ვახშამს ილონ მასკი, ტიმ კუკი და საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცი ესწრებოდნენ.
„გმადლობთ, ბატონო პრეზიდენტო, მოწვევისა და თბილი დახვედრისთვის, რომელიც მე და ჩემს მომავალ მეუღლეს გამოგვიცხადეთ. თითოეულ ჩვენგანს აქვს რაღაც მნიშვნელოვანი გასაკეთებელი და მზად ვარ, წვლილი შევიტანო ახალი თაობების შთაგონებაში, რათა ააშენონ მომავალი, რომელიც დაფუძნებულია გამბედაობაზე, პასუხისმგებლობასა და ხანგრძლივ მშვიდობაზე“, - დაწერა რონალდუმ სოციალურ მედიაში.
რონალდო „ალ-ნასრში“ 2023 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.







