ფეხბურთი

16:55 | 20.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა: პლეი-ოფის მონაწილე ნაკრებები დაწყვილდნენ

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა და შედეგად, ნაკრებები, რომლებიც ისევ იბრძვიან მუნდიალზე მოსახვედრად, დაწყვილდნენ.

უნდა გათამაშდეს 6 საგზური: ოთხი ევროპაში, რისთვისაც 16 ნაკრები იბრძოლებს, ოთხი განსხვავებული გზით და ოთხი ფინალის მოგებული მუნდიალზე გავა. 6 ნაკრები იბრძოლებს ინტერ-კონტინენტალურ პლეი-ოფში, საიდანაც ორი ფინალის მოგებული ორი ნაკრები მოიპოვებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს.

ინტერ-კონტინენტალური პლეი ოფი

ბადე I

ნახევარფინალი

ახალი კალედონია - იამაიკა

ფინალი

კონგო დრ - ახალი კალედონია/იამაიკის გამარჯვებული

ბადე II

ნახევარფინალი

ბოლივია - სურინამი

ფინალი

ერაყი - ბოლივია/სურინამის გამარჯვებული

აღსანიშნავია, რომ ამ პლეი-ოფს მექსიკა, კერძოდ, მონტერეი და გვადალახარა უმასპინძლებენ, ასე რომ, ექვსივე ნაკრები ნეიტრალურ მოედანზე ითამაშებს. როგორც ხედავთ, ერაყი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ფინალში ავტომატურად არიან გასულები და მიზნის მისაღწევად ერთი მოგება სჭირდებათ, განსხვავებით, ახალი კალედონიის, სურინამის, ბოლივიისა და იამაიკისგან, რომლებმაც მუნდიალზე მოსახვედრად ორი თამაში უნდა მოიგონ.

უეფას ზონა (ევროპა)

ბადე 1:

ნახევარფინალი: იტალია - ჩრდ. ირლანდია
ნახევარფინალი: უელსი - ბოსნია-ჰერცეგოვინა
ფინალი: ამ წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან.
ფინალის მასპინძელი უელსი ან ბოსნია იქნება.

ბადე B

ნახევარფინალი: უკრაინა - შვედეთი
ნახევარფინალი: პოლონეთი - ალბანეთი
ფინალი: ამ წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან
ფინალის მასპინძელი უკრაინა ან შვედეთი იქნება.

ბადე C

ნახევარფინალი: თურქეთი - რუმინეთი
ნახევარფინალი: სლოვაკეთი - კოსოვო
ფინალი: ამ წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან
ფინალის მასპინძელი სლოვაკეთი ან კოსოვო იქნება.

ბადე D

ნახევარფინალი: დანია - ჩრდ. მაკედონია
ნახევარფინალი: ჩეხეთი - ირლანდია
ფინალი: ამ წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს შეხვდებიან
ფინალის მასპინძელი ჩეხეთი ან ირლანდია იქნება.

ნახევარფინალურ წყვილში პირველი წერია ის ნაკრები, რომელიც მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს, შესაბამისად, მეორე წერია ის, რომელიც გასვლაზე ითამაშებს.

მატჩები 2026 წელს გაიმართება: ნახევარფინალები 26 მარტს, ხოლო ფინალები 31 მარტს. იმავე თარიღებში შედგება ინტერკონტინენტალური პლეი-ოფის შეხვედრებიც.

მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გავიდნენ ავსტრალია, ირანი, იაპონია, იორდანია, კატარი, საუდის არაბეთი, სამხრეთ კორეა, უზბეკეთი, ალჟირი, კაბო ვერდე, ეგვიპტე, განა, კოტ დივუარი, მაროკო, სენეგალი, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი, კანადა, მექსიკა, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ეკვადორი, პარაგვაი, ურუგვაი, ახალი ზელანდია, ინგლისი, საფრანგეთი, ხორვატია, პორტუგალია, ნორვეგია, ნიდერლანდები, გერმანია, შვეიცარია, ესპანეთი, შოტლანდია, ავსტრია, ბელგია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093825