„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ბერნარდუ სილვამ შესაძლოა ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს. ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ ამის შესახებ სოციალურ მედიაში განაცხადა.
„ბერნარდუ სილვა სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით „მანჩესტერ სიტის“ დატოვებასთან ახლოსაა. ამჟამად, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმება არ არის მიღწეული. რამდენიმე ევროპულმა კლუბმა უკვე მიმართა მას მომავალი წლის კონტრაქტის გაფორმების შეთავაზებით“, - წერს სკირა.
ამ სეზონში 31 წლის ბერნარდუ სილვამ ინგლისის პრემიერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. მან ასევე ოთხი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე.









