თამაშგარე

15:44 | 20.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესის ოჯახური იდილია

ურუგვაელი „კბენია“ ლუის სუარესი და მისი ცოლი სოფია ბალბი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. მათი რომანი დაიწყო მონტევიდეოში, როდესაც სუარესი ჯერ კიდევ დამწყები ფეხბურთელი იყო. ლუისის და სოფიას ურთიერთობამ ბევრი გამოცდა გამოიარა, განსაკუთრებით სუარესის სწრაფი კარიერული წინსვლის დროს, მაგრამ სოფია მუდამ მის გვერდით იდგა.

მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებამდე კარგა ხნის მანძილზე მხოლოდ შეყვარებულების სტატუსით შემოიფარგლებოდნენ და ცოლ-ქმრობის ოფიციალური სტატუსი გვიანღა მიიღეს, ურუგვაის ბულვარული მედია გაკვირვებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ ერთურთს მუდამ „ცოლ-ქმრად“ მოიხსენიბდნენ და „გვერდით“ არც ერთს გაუხედავს.

სხვათაშორის, სოფია ბალბი ცნობილი ფეხბურთელის ცოლობასან ერთად, საკმაოდ წარმატებული მეწარმე (სამკერვალო საწარმო აქვს) და გადასარევი დედაა. წყვილს სამი შვილი ჰყავს: ქალიშვილი დელფინა და ვაჟები - ბენჟამინი და ლაოტარო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.103721