მადრიდის „რეალის“ მეკარემ ტიბო კურტუამ კილიან მბაპეზე ისაუბრა. როგორც ბელგიელმა აღნიშნა, ფრანგი შემტევი მიმდინარე სეზონში მენტალურად გაიზარდა და „სამეფო კლუბის“ ლიდერად იქცა.
„წელს მბაპეში გამარჯვებულის მენტალიტეტის დიდ ზრდას ვხედავთ. აშკარაა, რომ ის ლიდერია. გასულ სეზონში მას გუნდთან და პოზიციასთან ადაპტაცია გაუჭირდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ის გუნდს ლიდერობს“, - თქვა კურტუამ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ გასულ სეზონში „რეალის“ მაისურით 59 მატჩში 44 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სეზონში 16 თამაშში თავი უკვე 18-ჯერ გამოიჩინა.









