ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის წილისყრა შეაფასა. როგორც მან თქვა, ამ ეტაპზე ყოფნა ალბანეთის ნაკრებისთვის წარმოუდგენელია:
„ბედნიერები ვართ აქ ყოფნით. აქამდე გასავლელი გზა მართლაც რთული იყო, მაგრამ ძალიან კარგად გამოვიარეთ. აქ ბევრი ძლიერი გუნდია, ამიტომ მათთან კონკურენცია ძალიან რთულია. ჩვენთვის წარმოუდგენელია აქ ყოფნა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ბრძოლა. ველოდით, რომ ასეთ რთულ მეტოქეს შევხვდებოდით. თითქმის სამი წლის წინ ვარშავაში პოლონეთს ვეთამაშეთ, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა, ჩვენც განსხვავებულები ვართ. სამი წელი დიდი დრო არ არის, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი რამ შეიცვალა. თუმცა ერთი რამ არ შეცვლილა: რობერტ ლევანდოვსკი. პოლონეთს ის ჰყავს, ისევე როგორც ბევრი სხვა ძლიერი მოთამაშე“, - თქვა სილვინიომ.
შეგახსენებთ, რომ ალბანეთის ნაკრები პლეი-ოფის ნახევარფინალში პოლონეთს სტუმრად შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში ფინალში უკრაინას ან შვედეთს დაუპირისპირდება.









