„ლივერპულს“ ტრავმების გამო ორი ფეხბურთელი - კონორ ბრედლი და ფლორიან ვირტცი გამოაკლდა. ინფორმაცია არნე სლოტმა დაადასტურა:
„ფლორიან ვირტცმა კუნთის ტრავმა მიიღო და ამ ტურში არ იქნება ხელმისაწვდომი. კონორ ბრედლიმაც კუნთის ტრავმა მიიღო. ვვარაუდობ, რომ ბრედლი მომდევნო სამი კვირა ვერ ითამაშებს, ფლორიანისთვის ეს უფრო მოკლე პერიოდი უნდა იყოს“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ 22 ნოემბერს, პრემიერლიგაში „ნოტინგემ ფორესტს“ დაუპირისპირდება.









