„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი როდრი სთამაშოდ მზად ჯერ კიდევ არაა. როგორც პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, მისი მდგომარეობა უმჯობესდება, მაგრამ სრულად გამოსაჯანმრთელებლად დრო კიდევ სჭირდება:
„როდრი წინ კარგ ნაბიჯებს დგამს. მან იცის, რომ გონებრივად და განსაკუთრებით ფიზიკურად კარგად გამოჯანმრთელებისთვის დრო კიდევ საჭიროა“, - აღნიშნა გვარდიოლამ.
შეგახსენებთ, რომ როდრიმ ტრავმა ოქტომბერში მიიღო და მას შემდეგ „მანჩესტერ სიტის“ ვერ ეხმარება. ჯერჯერობით, უცნობია, ზუსტად როდის იქნება სათამაშოდ მზად ესპანელი ნახევარმცველი.





