სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:10 | 21.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერიამ" "კოლხეთი" დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა

საქართველოს ეროვნული ლიგის 33-ე ტურის სასტარტო შეხვედრაში თბილისის „იბერიამ“ ფოთის „კოლხეთი“ დაამარცხა და ჩემპიონობისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.

მოქმედმა ჩემპიონმა გასვლაზე გურამ გოშთელიანის ერთადერთი გოლით მოიგო, რომელმაც 24-ე წუთზე გაიტანა. შემდეგ არაფერი შეცვლილა და - 0:1.

„იბერია“ 71 ქულით ლიდერობს ეროვნულ ლიგას და ლიდერია, მომდევნო ტურში კი „დინამო თბილისს“ შეხვდება. „კოლხეთი“ 22 ქულით ბოლო ადგილზეა, პრაქტიკულად გავარდნილია, რაც დროის საკითხია, მომდევნო მატჩს კი ქუთაისის „ტორპედოსთან“ გამართავს.

„კოლხეთი“ – „იბერია“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 გოშთელიანი (24)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170466