„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. მათ შორის - ლიონელ მესიზე, ლამინ იამალზე, პედრისა და რაფინიაზე.
„მესი ბოლო 10 წლის საუკეთესო ფეხბურთელია, თუ მეტის არა. მისი ყურება ყოველთვის მსიამოვნებდა. კონტრაქტი 2028 წელს ეწურება „ინტერ მაიამისთან“, მე კი „ბარსელონასთან“ 2027 წელს - ასე რომ, მისი მწვრთნელობა ჩემზე არაა დამოკიდებული.
პედრის გამოჯანმრთელების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ჯერ არ ვიცი, შეძლებს თუ არა „ჩელსის“ წინააღმდეგ თამაშს. რაფინია დაბრუნდა. ის სათადარიგო სკამზე იქნება და ვნახოთ, რამდენ წუთს ითამაშებს.
ვფიქრობ, ლამინ იამალი ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა. ის ძალიან კარგად მუშაობს და ამით კმაყოფილი ვარ. ვფიქრობ, მისთვის კარგი იყო, რომ ორი კვირის განმავლობაში თამაშებისგან დაისვენა“, - თქვა ფლიკმა.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ 22 ნოემბერს, „ბილბაოს“ „კამპ ნოუზე“ უმასპინძლებს, სადაც 2023 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.





