„უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა „ბოლონიასთან“ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საბა გოგლიჩიძის შესახებაც გააკეთა კომენტარი.
როგორც მან აღნიშნა, საბა ისევ ადაპტირებიც პროცესშია, მაგრამ სწორ გზაზე:
„გოგლიჩიძე სწრაფად უმატებს, აქ განსხვავებულად მუშაობა უწევს, ვიდრე გუნდებში, სადაც მანამდე თამაშობდა, ამიტომ, ადაპტაცია ჯერ კიდევ სჭირდება და სამუშაო აქვს. სანაკრებო პაუზიდან კარგად არ დაბრუნებულა, თუმცა გუნდთან ერთადაა და სწორ გზაზეა იმის გათვალისწინებით, რასაც აკეთებს“, - თქვა რუნიაიჩმა.
შეგახსენებთ, რომ „უდინეზე“ 22 ნოემბერს „ბოლონიას“ დაუპირისპირდება. საბა გოგლიჩიძემ მიმდინარე სეზონში იტალიური გუნდის მაისურით 7 მატჩი ჩაატარა - 6 სერია A-ში და ერთი იტალიის თასზე.
ქართველმა ფეხბურთელმა ესპანეთის წინააღმდეგ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რომელიც სერიოზული არ გამოდგა.









