სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

19:07 | 21.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

კლოზე: "თამაშის გეგმაზეა დამოკიდებული ითამაშებს თუ არა ლოჩოშვილი "არმინიასთან"

„ნიურნბერგის“ მთავარმა მწვრთნელმა მიროსლავ კლოზემ ბილეფელდის „არმინიასთან“ მატჩის წინ ლუკა ლოჩოშვილზე ისაუბრა, რომელიც გუნდს დაუბრუნდა.

ლოჩოშვილს ბავარიელთა ბოლო თამაშში მონაწილეობა დისკვალიფიკაციის გამო არ მიუღია. კლოზე ლოჩოშვილს მუდმივად ენდობა, მაგრამ ახლა არ დააკონკრეტა იქნება თუ არა ის ძირითად შემადგენლობაში:

„არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა, ლოჩოშვილი ძირითად შემადგენლობაში, თამაშის გეგმაზეა დამოკიდებული. მოხარული ვარ, რომ ლუკა გუნდში დაბრუნდა“, - თქვა კლოზემ.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა გერმანიის II ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, თუმცა სანაკრებო პაუზამდე ბოლო შეხვედრაში დრეზდენის „დინამოსთან“ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.178054