კალათბურთი

20:00 | 21.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ფიბას ევროპის რეიტინგის ათეულშია

კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება და ფიბამ ევროპული ნაკრებების რეიტინგი განაახლა, რომელშიც საქართველოს ნაკრები ათეულშია.

ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი მე-10 ადგილს იკავებს და ისეთ საკალათბურთო ქვეყნებს უსწრებს, როგორებიც ესპანეთი და იტალია არიან.

„ტენერიფეში კვირა დღე ნამდვილად ემოციური იქნება. გიორგი შერმადინი, გიგანტი, რომელიც 2019 წლიდან ტენერიფეში ცხოვრობს, სტუმართა გასახდელში უნდა შევიდეს და ადგილობრივ გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, იგრძნონ, როგორია ესპანეთის ლიგა ენდესას ორგზის სეზონის ყველაზე ღირებულ მოთამაშესთან დაპირისპირება. თედ მაკფადენიც გუნდშია და არც კი სჭირდება თქმა, რომ თოკო შენგელიაც იქ არის, არა? დიდი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ამ ბიჭებთან ერთად ისინი არ ბერდებიან, თითქოს ყველა მათგანი 2031 წელსაც იქნება გუნდში“, - წერს ფიბა-ს საიტი.

ფიბას ევროპული რეიტინგის მოწინავე ათეული კი ასეთია:

1. გერმანია

2. თურქეთი

3. საბერძნეთი

4. სერბეთი

5. საფრანგეთი

6. ლიეტუვა

7. ფინეთი

8. პოლონეთი

9. სლოვენია

10. საქართველო

11. ესპანეთი

12. ესპანეთი

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 27 ნოემბერს, თბილისში, უკრაინას უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდეგ ტენერიფეში, ესპანეთს ესტუმრება. სწორედ ამ მატჩებით დაასრულებს გიორგი შერმადინი სანაკრები კარიერას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094849