ლონდონის „არსენალს“ გაბრიელ მაგალაეში რამდენიმე კვირით გამოაკლდა. ინფორმაცია „მეთოფეების“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ დაადასტურა.
„გაბრიელი კვირების განმავლობაში ვერ ითამაშებს. მომავალ ოთხშაბათს კიდევ ერთ გამოკვლევას ჩავუტარებთ. ეს დარტყმაა, მაგრამ ძალიან კარგი ალტერნატივები გვყავს“, - თქვა არტეტამ.
შეგახსენებთ, რომ გაბრიელ მაგალაეშმა მიმდინარე სეზონში „არსენალის“ მაისურით 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა.









