მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელი ლუის დიასი უეფამ სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
კოლუმბიელი თავდამსხმელი „პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრაში აშრაფ ჰაკიმის წინააღმდეგ იუხეშა, რის გამოც წითელი ბარათი მიიღო, ხოლო მაროკოელ მცველს სერიოზული ტრავმა მიაყენა.
გერმანული მედიის ცნობით, „ბაიერნი“ იმედოვნებდა, რომ სასჯელი უფრო მსუბუქი იქნებოდა და უეფას გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ამიტომაც, საჩივრის შეტანას აპირებს.
ლუის დიასი „ბაიერნის“ ლიდერია და მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, მათ შორის, სამი ჩემპიონთა ლიგაზე.









