სრიალის და სნოუბორდის საერთაშორისო ფედერაციამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მსოფლიო თასი ფრისტაილში და მოგულში, რომლის მასპინძელი ბაკურიანი იყო, საქართველოში აღარ ჩატარდება.
„საქართველოდან სამწუხარო ამბავი მოვიდა. ბაკურიანში 2025 წლის 20-21 დეკემბერს დაგეგმილი მსოფლიო თასი გაუქმდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სათხილამურო ფედერაციამ დღეს განაცხადა, რომ ღონისძიების ორგანიზებაზე უარს ამბობს. FIS ამჟამად ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს აფასებს და შემდგომი განახლებები იქნება“, - წერია განცხადებაში.
რა გახდა მსოფლიო თასის მასპინძლობაზე უარის თქმის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.









