NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგი მატჩები გაიმართა, სადაც “ტორონტო რეპტორსმა” ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო. სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა ამჯერად საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდს” აჯობეს და მეტოქე 140:110 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მატჩი “ტორონტოს” რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო სანდრო მამუკელაშვილისთვის. ქართველმა პარკეტზე 21 წუთი გაატარა და მისი მონაგარი ამ დროში 23 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო. მამუზე მეტი ქულა მხოლოდ მისმა თანაგუნდელებმა, ჯეი ბარეტიმ და ბრენდონ ინგრამიმ ჩააგდეს, რომელთა ანგარიშზეც 24-24 ქულა იყო.
შეგახსენებთ, რომ “ტორონტო” 11 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება, ხოლო შემდეგ მატჩს 24 ნოემბერს გამართავენ და საკუთარ მოედანზე “ბრუკლინ ნეტსის” დაუხვდებიან.









