კალათბურთი

12:20 | 22.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტორონტოს" მწვრთნელი: "მამუკელაშვილი მაღალი ინტელექტის მქონე მოთამაშეა და ყველა მატჩში უკეთესი ხდება"

"ტორონტო რეპტორსმა" NBA-ში ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო, მამუკელაშვილის გუნდმა ამჯერად "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა 140:110.

სანდრო მამუკელაშვილმა ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა, ქართველმა 23 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა (იხილეთ სანდროს გამორჩეული მომენტები) მიითვალა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. მატჩის შემდეგ "ტორონტოს" მთავარმა მწვრთნელმა დარკო რაიკოვიჩმა ქართველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"სანდრო მამუკელაშვილი მაღალი ინტელექტის მქონე მოთამაშეა, ამასთან ერთად მას პარკეტზე ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. ჩვენ ჯერ კიდევ ვსწავლობთ მის შესაძლებლობებს. სანდრო ყველა მატჩში უკეთესი ხდება და ეს ყველაფერი დასაფასებელია. თავის მხრივ მეც მსურს მას მეტი სათამაშო დრო მივცე, რათა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოს და რაც შეიძლება მეტი კონფორტი შევუქმნა", - განაცხადა რაიკოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ “ტორონტო” 11 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება, ხოლო შემდეგ მატჩს 24 ნოემბერს გამართავენ და საკუთარ მოედანზე “ბრუკლინ ნეტსის” დაუხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09289