ფეხბურთი

13:44 | 22.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილს დუბლი და სეზონში 27 გოლი ბომბარდირობისთვის არ ეყო
ვაკოს კონკურენტმა ბოლო ტურში 4 გოლი გაიტანა და ერთი გოლით აჯობა

ჩინეთის 2025 წლის სეზონის ბოლო ტურში „შანდონ ტაიშანმა“ სტუმრად „ვუჰანი“ 5:1 გაანადგურა და ვაკო ყაზაიშვილმა დუბლი შეასრულა, თუმცა, ბომბარდირი ვერ გახდა.

ბოლო ტურის წინ ქართველი ლიდერობდა 25 გოლით, 24 გოლი ჰქონდა „ბეიჯინგის“ ანგოლელ ფორვარდ ფაბიო აბრეუს. ყაზაიშვილმა „ვუჰანთან“ 49-ე წუთზე პენალტი გაიტანა, 20 წუთში მეორედ დაამწუხრა მეტოქე და ანაგრიში 4:1 გახადა. თვითონ 27 გოლი გაუხდა. თუმცა, ბომბარდირობისთვის ეს არ ეყო.

„ბეიჯინგმა“ პარალელურად „მეიჟუ ჰაკა“ ასევე 5:1 დაამარცხა, ხოლო აბრეუმ 4 გოლი გაიტანა... შედეგად, აბრეუმ სეზონი 30 მატჩში 28 გოლით და 6 საგოლე პასით დაასრულა და ბომბარდირი გახდა, ხოლო ყაზაიშვილმა 30 შეხვედრაში 27 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა, რაც მეორე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

ვაკოს მაგარი სეზონი გამოუვიდა, ერთხელ პოკერი შეასრულა, სამჯერ ჰეთ-თრიქი, ორჯერ დუბლი, ხოლო 10 შემთხვევაში ერთ გოლს დასჯერდა. მას ჩინურ კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურება და უცნობია, დარჩება თუ არა გუნდში.

„შანდონ ტაიშანმა“ ჩინეთის ჩემპიონატში 53 ქულით მეხუთე ადგილი დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.176438