სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

16:40 | 22.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: "ჩემი ღვაწლი არავინ დააფასა, თავს დღემდე მოტყუებულად ვგრძნობ"

"მანჩესტერ სიტისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა ჯანლუიჯი დონარუმამ "პარი სენ-ჟერმენის" დატოვებაზე კომენტარი გააკეთა. იტალიელის თქმით, მისი ღვაწლი პარიზულ კლუბში არავინ დააფასა და თავს დღემდე მოტყუებულად გრძნობს.

"ჩემპიონთა ლიგის მოგებისა და იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ამ კლუბისთვის გავიღე ძალიან რთული იყო ამის გადატანა. პარიზში ჩამოსვლის შემდეგ ადაპტაციისთვის და გარკვეული სათამაშო სტილზე შესაგუებლად ბევრი დრო დამჭირდა, თუმცა ჩემი ღვაწლი მაინც არავინ დააფასა. თავს დღემდე მოტყუებულად ვგრძნობ და იმედგაცრუებული ვარ მათი გადაწყვეტილების გამო. ეს ყველაფერი ისეთი გრძნობაა, რომლის ახსნასაც ვერასდროს შევძლებ", - განაცხადა დონარუმამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ს ღირსებას 2021-25 წლების სეზონში იცავდა და იტალიელმა მეკარემ ერთ-ერთი უდიდესი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე პარიზული კლუბის წარმატებაში, თუმცა ლუის ენრიკემ ეს ყველაფერი არ მას დააფასა და ზაფხულში დონარუმას უბრალოდ სხვა გზა არ დაუტოვა გარდა იმისა, რომ კლუბი დაეტოვებინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097577