ფეხბურთი

18:30 | 22.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

2023 წლის შემდეგ პირველად: პოლ პოგბა "მონაკოს" განაცხადშია

დღეს, 22 ნოემბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართება, სადაც "მონაკო" სტუმრად "რენს" დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ სტუმართა რიგებში სამატჩო განაცხადში მოხვდა პოლ პოგბა, რომელმაც ბოლოს 2023 წლის სექტემბერში ითამაშა. მას შემდეგ, კი ყველასთვის ნაცნობი მიზეზების გამო 32 წლის ფრანგს მინდორზე ფეხი აღარ დაუდგამს. დიდი ალბათობით პოგბა მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, თუმცა არის შანსი, რომ სებასტიან პოკონიოლიმ მას მცირე სათამაშო დრო მისცეს.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას 2023 წლის სექტემბრის შემდეგ ფეხბურთი არ უთამაშია, რადგან დოპინგ ტესტზე ჩავარდა. ფრანგი ფეხბურთელი "მონაკოს" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.197665