დღეს, საქართველოს 15-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონის ფარგლებში, თავის პირველ ოფიციალურ თამაში გამართა, სადაც რუმინეთის ნაკრები დიდი ანგარიშით 43:0 დაამარცხა.
ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთის წინააღმდეგ 7 ლელოს დადება მოახერხეს და გარდასახვა ზუსტად ოთხჯერ შეასრულეს.
საქართველოს 15- ქალას შემადგენლობა დღევანდელ მატჩში შემდეგნაირი იყო:
ხაზი: 15. მანონი საღარაძე, 14. კირა დანელია, 13. ანანო ხაბულიანი, 12. ირმა გულიაშვილი, 11. მარიამ ბერანძე, 10. თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), 9. სალომე საღარაძე; შერკინება: 1. ანა რურუა, 2. თამარი მანაგაძე, 3. ანა კაპანაძე, 4. ნათია გავაშელიშვილი, 5. ლიკა ხუფენია, 6. სალომე მაკასარაშვილი, 7. ნინო წიკლაური, 8. ანა დათიაშვილი.
მარქაფა: 16. მირანდა სააკიანი, 17. ანასტასია ახვლედიანი, 18. ნინო გოგოლიძე, 20. გურანდა ხიჯაკაძე, 21. თინი გორდეზიანი, 22. ვერო კუნდუხაშვილი, 23. ნინო მეფარიშვილი, 25. ტატა ბუზალაძე.









