რაგბი

17:49 | 22.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო წუთების დრამა: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიასთან დამარცხდა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტ-მატჩები ორი მოგებითა და ერთი მარცხით დაასრულა.

რიჩარდ კოკერილის გუნდმა თბილისსში "მიხეილ მესხზე" იაპონიის ნაკრებს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 23:25 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ ზუსტად ამავე ანგარიშით მოახერხეს ჩვენმა ნაკრებმა იაპონიის დამარცხება.

პრაქტიკულად მთელი შეხვედრის განმავლობაში "ბორჯღალოსნები" მდევრის როლში იმყოფებოდნენ, თუმცა თამაშში დაბრუნება მაინც მოახერხეს, 77-ე წუთზე კახოიძემ ლელო დადო, რომლის გარდასახვაც აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა და საქართველო მატჩის დასრულებამდე 2 წუთით ადრე წინ გაიყვანა 23:22. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზე იყო, ქართვეი მორაგბეები ბოლო წამს დაჯარიმდენე, რომელიც ზუსტად სეუნგ-სინიმ შეასრულა და თავის ნაკრებს მოაგებინა 23:25.

ქულები: აბჟანდაძე 3:0 (5), სეუნგ-სინი 3:3 (8), რაიოლი 3:8 (10), სეუნგ-სინი 3:10 (11), სეუნგ-სინი 3:13 (26), აბჟანდაძე 6:13 (29), სეუნგ-სინი 6:16 (32), სეუნგ-სინი 6:19 (43), აბჟანდაძე 9:19 (45), თაფლაძე 14:19 (68), აბჟანდაძე 16:19 (69), სეუნგ-სინი 16:22 (73), კახოიძე 21:22 (77), აბჟანდაძე 23:22 (78), სეუნგ-სინი 23:25 (80+1).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168356