ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურის გახსნით მატჩში ლონდონის "ჩელსი" სტუმრად "ბარნლის" დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად 2:0 დაამარცხა.
"ჩელსის" მხრიდან პირველი გოლი პედრუ ნეტუმ 37-ე წუთზე გაიტანა ხოლო შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე ენცო ფერნანდესმა დააფიქსირა 2:0. "არისტოკრატებმა" ამ გამარჯვებით 23 ქულა დააგროვეს და მინიმუმ "მანჩესტერ სიტის" მატჩამდე მეორე ადგილზე გადაინაცვლეს.
ეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტის" 22 ქულა აქვს და დღეს "ნიუკასლ იუნაიტედს" სტუმრად დაუპირისპირდებიან. პირველ ადგილს კი 26 ქულით ლონდონის "არსენალი" იკავებს.









