ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურის მატჩი „ბარსელონასა“ და „ატლეტიკ ბილბაოს“ შორის დასრულდა. გუნდებმა ბარსელონაში, Spotify „კამპ ნოუს“ სტადიონზე ითამაშეს და მასპინძელი გუნდის ფეხბურთელებმა 4:0 გაიმარჯვეს.
„ბარსელონას“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ თამაშის პირველი გოლი მეოთხე წუთზე გაიტანა. დამატებულ დროში ფერან ტორესმა მასპინძელი გუნდის უპირატესობა გააორმაგა. 48-ე წუთზე ფერმინ ლოპეს მარტინმა ანგარიში 3:0 გახადა, ხოლო ტორესმა მეორე გოლი 90-ე წუთზე გაიტანა.
ბილბაოელები 54-ე წუთზე კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან ოიან სანსეტი დაითხოვა.
ლა ლიგის 13 მატჩის შემდეგ, „ბარსელონამ“ 31 ქულა მოაგროვა და მადრიდის „რეალს“ გაუთანაბრდა, ბილბაოს „ატლეტიკს“ 17 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა.









