ინგლისის პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩი „ლივერპულსა“ და „ნოტინგემ ფორესტს“ სტუმართა გამარჯვებით 0:3 დასრულდა.
ლივერპულელთა კარში ბრაზილიელი ალისონი დაბრუნდა, რომელიც ტრავმის გამო უქმობდა. გიორგი მამარდაშვილი კი სათადარიგო გახლდათ.
მურილომ ანგარიში 33-ე წუთზე გახსნა, ნიკოლო სავონამ გუნდის უპირატესობა 46-ე წუთზე გააორმაგა, ხოლო მორგან გიბს-უაითმა 78-ე წუთზე მესამე გაიტანა.
ამ თამაშის შემდეგ, „ლივერპული“ ინგლისის პრემიერლიგის ცხრილში 18 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო „ნოტინგემ ფორესტი“ 12 ქულით მეთექვსმეტეზე.
შემდეგ რაუნდში „წითლები“ 30 ნოემბერს სტუმრად „ვესტ ჰემს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „მეტყევეები“ იმავე დღეს საკუთარ მოედანზე „ბრაიტონს“ უმასპინძლებენ.
ინგლისი. პრემიერლიგა. მე-12 ტური. 22 ნოემბერი: ბარნლი - ჩელსი 0:2, ბორნმუთი - ვესტ ჰემი 2:2, ბრაიტონი - ბრენტფორდი 2:1, ვულვერჰემპტონი - კრისტალ პალასი 0:2, ლივერპული - ნოტინგემ ფორესტი 0:3, ფულემი - სანდერლენდი 1:0, ნიუკასლი - მანჩესტერ სიტი მოგვიანებით გაიმარება.









