სერია A-ს მე-12 ტურში „ფიორენტინასა“ და „იუვენტუსს“ შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
შეხვედრის მე-14 წუთზე სტუმართა მცველმა პაბლო მარიმ გახსნა ანგარიში, მაგრამ მისი გოლი VAR-მა გააუქმა. პირველი ტაიმის ბოლოს, 45+5 წუთზე, „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფილიპ კოსტიჩმა თამაშის პირველი გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში, 48-ე წუთზე, მასპინძელთა ნახევარმცველმა როლანდო მანდრაგორამ ანგარიში გაათანაბრა.
ამ მატჩის შემდეგ, „ფიორენტინას“ ექვსი ქულა აქვს და სერია A-ს ცხრილში მე-20 ადგილზეა. „იუვენტუსი“ 20 ქულით მეექვსეა. ჩემპიონატს 11 მატჩიდან 24 ქულით „ინტერი“ ლიდერობს.
იტალია. სერია A. მე-12 ტური. 22 ნოემბერი: კალიარი - ჯენოა 3:3, უდინეზე - ბოლონია 0:3, ფიორენტინა - იუვენტუსი 1:1, ნაპოლი ატალანტა მოგვიანებით გაიმართრბა









