გერმანიის ბუნდესლიგის მე-11 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში „კიოლნსა“ და ფრანკფურტის „აინტრახტს“ შორის, სტუმარმა „არწივებმა“ 3:4 მოიგეს.
დუბლი მიითვალა ფრანკფურტელთა 25 წლის შემტევმა ჯონათან ბურკარდტმა.
იაკუბ კამინსკიმ მასპინძელი გუნდი მეოთხე წუთზე დააწინაურა, ხოლო არტურ ტეატემ 39-ე წუთზე ანგარიში 45-ე წუთზე გაათანაბრა. მაჰმუდ დაჰუდმა სტუმრები 45+6 წუთზე დააწინაურა. შემდეგ ბურკარდტმა 4-წუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა. მარიუს ბულტერმა „წითელ-თეთრების“ მეორე გოლი 83-ე წუთზე გაიტანა. ჯან-ლუკა ვალდშმიდტმა სხვაობა 90+4 წუთზე შეამცირა. საბოლოოდ 3:4.
ამ თამაშის შემდეგ, „კიოლნი“ გერმანიის უმაღლესი დივიზიონის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო „აინტრახტი“ 20 ქულით მეექვსეზე.
შემდეგ ტურში „წითელ-თეთრები“ 29 ნოემბერს სტუმრად ბრემენის „ვერდერს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო „არწივები“ 30 ნოემბერს „ვოლფსბურგს“ უმასპინძლებენ.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-11 ტური. 22 ნოემბერი: ჰაიდენჰაიმი - გლადბახი 0:3, ვოლფსბურგი - ლევერკუზენი 1:3, დორტმუნდი - შტუტგარტი 3:3, ბაიერნი - ფრაიბუგი 6:2, აუგსბურგი - ჰამბურგი 1:0, კიოლნი - აინტრახტი 3:4.









