სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:50 | 23.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფლიკმა განახლებულ „კამპ ნოუზე“ „ბარსელონას“ პირველ გამარჯვებაზე ისაუბრა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა კომენტარი გააკეთა თავისი გუნდის მიერ ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში ბილბაოს „ატლეტიკთან“ გამარჯვებაზე (4:0). ეს იყო „ბლაუგრანას“ პირველი მატჩი „კამპ ნოუზე“ სტადიონის განახლების შემდეგ.

„ეს განსაკუთრებული მატჩი გახლდათ ყველასთვის, ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის, და გულშემატკივრებისთვის. ეს წარმოუდგენელი გრძნობა იყო. ძალიან ბედნიერი ვარ: ჩვენი ახალი სტადიონის გახსნის დღეს 4:0 მოვიგეთ ყველა ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით და სამი ქულა მოვიპოვეთ. ჩვენ ძალიან კარგად მოვემზადეთ და ეს დავამტკიცეთ კიდეც. ადვილი არ იყო, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად გამოვიდა. „ვფიქრობ, ჩვენ ვაკონტროლებდით თამაშს, სწორ მომენტებში გავიტანეთ გოლები და სრულად დავიმსახურეთ გამარჯვება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გოლები არ გავუშვით, რადგან ეს თავდაჯერებულობას გვმატებს“, - განაცხადა ფლიკმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ლა ლიგის 13 მატჩის შემდეგ, „ბარსელონას“ 31 ქულა აქვს და ლიდერ მადრიდის „რეალს“ ქულებით გაუთანაბრდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.101021