საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-15 ტურში „სენტ ეტიენმა“ „ნანსის“ უმასპინძლა, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი საგოლე პასით გამოირჩა.
27-ე წუთზე ირვინ კარდონამ ანგარიში სწორედ ქართველი შემტევის გადაცემით გახსნა. დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში 6 გოლი აქვს გატანლი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.
„სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ში 29 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 6 დეკემბერს, „დიუნკერს“ ესტუმრება.









