ფეხბურთი

1:56 | 23.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასი და პსჟ-ს ადვილი გამარჯვება ლიგა 1-ში

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-13 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლე ავრი“ 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელია კი საგოლე პასით გამოირჩა.

პირველ ტაიმში ანგარიში კან-ინ ლიმ გახსნა, მეორე ნახევარში კი ჟოაო ნევეშმა სხვაობა ორამდე გაზარდა. კვარაცხელია არ იყო ძირითად შემადგენლობაში, მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა და თავი მაინც გამოიჩინა: 87-ე წუთზე კვარას პასით ბრედლი ბარკოლა მეკარესთან პირისპირ დარჩა, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0. ქართველს გოლის გატანაც შეეძლო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეკარემ მისი დარტყმა კუთხურზე მოიგერია.

ხვიჩა კვარაცხელიას ლიგა 1-ის 11 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით, მისი სტატისტიკა ასეთია: 15 შეხვედრა 3 გოლი, 4 საგოლე პასი.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 13 ტურის შემდეგ 30 ქულით ლიდერია და მომდევნო ტურში 29 ნოემბერს, „მონაკოს“ ესტუმრება, მაგრამ იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.103546