სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

2:11 | 23.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხედ მოიგო

ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში „ვილიარეალმა“ „მალიორკას“ უმასპინძლა, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლია.

საწყის რვა წუთში გუნდებმა გოლები გაცვალეს: ჯერ ჟერარ მორენომ გაიტანა, შემდეგ სამუ კოშტამ გაათანაბრა. მასპინძლებს გამარჯვება ტანი ოლუვასეიმ მოუტანა, რომელმაც მეტოქის კარი 83-ე წუთზე დალაშქრა.

გიორგი მიქაუტაძე არ იყო ძირითად შემადგენლობაში, ის თამაშში 64-ე წუთზე მორენოს ნაცვლად ჩაერთო. საგოლე შანსიც ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.

ქართველ ფორვარდს ლა ლიგაში 8 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ტურნირზე 13 შეხვედრაში 4 გოლით და 2 ასისტით გამოირჩა.

„ვილიარეალმა“ ლა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო და 29 ქულით მესამე პოზიციაზეა, მომდევნო ტურში 30 ნოემბერს, „სოსიედადს“ ესტუმრება, იქამდე, ჩემპიონთა ლიგაზე „დორტმუნდს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098848