ესპანეთის ლიგა ენდესას მერვე ტურში „გრანადამ“ „რეალს“ უმასპინძლა, რომლის წინააღმდეგ 100:111 დამარცხდა.
ბურჯანაძემ არასრულ 13 წუთში 6 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
„გრანადა“ 1 მოგებით და 7 წაგებით ბოლო, მე-18 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 6 დეკემბერს, „სარაგოსას“ უმასპინძლებს.









