ფეხბურთი

10:27 | 23.11.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანიას საგოლე პასი საუდის არაბეთში

საუდის არაბეთის პირველი დივიზიონის მეცხრე ტურში გიორგი აბურჯანიას „ჯედა“ სტუმრად „ალ-ულას“ დაუზავდა (1:1), ხოლო ქართველმა საგოლე პასი გააკეთა.

49-ე წუთზე ჰასან მუხტარმა ანგარიში სწორედ აბურჯანიას პასით გახსნა. გიორგის ექვს მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ორჯერ საგოლე პასი გააკეთა.

„ჯედა“ 14 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში 27 ნოემბერს, „ალ ჯანდალს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093272